Bloomberg-ის წყაროებმა განაცხადეს, რომ F-16-ის გამანადგურებლების პირველი პარტია უკრაინაში ჩავიდა.
სააგენტოს წყაროებმა განაცხადეს, რომ დასავლელი მოკავშირეები უკრაინას პირველი F-16-ების ივლისის ბოლომდე მიწოდებას დაჰპირდნენ და ეს ვადა დაიცვეს. მათი თქმით, თვითმფრინავების რაოდენობა "მცირეა."
Bloomberg-ის თანამოსაუბრეებს არ დაუკონკრეტებიათ, შეძლებენ თუ არა უკრაინელი მფრინავები, რომლებიც F-16-ებზე გაიწვრთნენ, დაუყოვნებლივ გამოიყენონ გადაცემული გამანადგურებლები, თუ ამას დამატებითი დრო დასჭირდება.
მედია ადრე წერდა, რომ უკრაინა ამ ზაფხულს დასავლელი პარტნიორებისგან 6 F-16-ის თვითმფრინავს და წლის ბოლომდე სულ 20-მდე თვითმფრინავს მიიღებს.
10 ივლისს, შეერთებული შტატების, დანიისა და ნიდერლანდების ლიდერებმა ჯო ბაიდენმა, მეტე ფრედერიკსენმა და დიკ შუფმა, რომლებიც ხელმძღვანელობენ "გამანადგურებლების კოალიციას," დაადასტურეს, რომ უკრაინა ზაფხულის განმავლობაში პირველ F-16-ს მიიღებს.
The Wall Street Journal წერს, რომ ეს თვითმფრინავები საკმარისი რაოდენობის ამერიკული იარაღით აღიჭურვება.