იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი ვიქტორ ორბანთან მოლაპარაკებას ცდილობს, რათა მან შეაჩეროს ევროკავშირში უკრაინის მხარდამჭერი გადაწყვეტილების შეფერხება და გააუმჯობესოს ურთიერთობები კიევთან. ამის შესახებ Bloomberg წერს.
გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, მელონი ორბანის პარტია Fidesz-ს სთავაზობს ევროპარლამენტის მომავალ არჩევნებამდე ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმისტთა ასოციაციას (ECR) შეუერთდეს.
ფიდესის ECR-ში შესაყვანად იტალიის პრემიერ-მინისტრს სურს, რომ ორბანმა შეცვალოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებების მიმართ მიდგომა და აღადგინოს კიევთან ურთიერთობები.
მელონის სურს ECR-ის (რომელშიც შედის მისი პარტია იტალიის ძმები) წარმომადგენლობა ახალ ევროპარლამენტში გააძლიეროს. ჯგუფს ახლა 62 მანდატი აქვს ევროპარლამენტში.
მემარჯვენე ფლანგზე ევროპარლამენტში კიდევ ორი ჯგუფია - ულტრამემარჯვენე პარტიების გაერთიანება იდენტობისა და დემოკრატიის ჯგუფი და მემარჯვენე-ცენტრისტული ევროპის სახალხო პარტია.
მელონიმ ადრე განაცხადა, რომ მის პარტიასა და გერმანულ პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის შორის "შეურიგებელი განსხვავებები" არსებობს.