აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 8 ნოემბერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემას წყარომ განუმარტა, შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრის ადგილი ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არიან.

Bloomberg-ის ინფორმაციით, მოლაპარაკების მთავარი თემა სავარაუდოდ შეერთებული შტატების მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების გავლენა იქნება უნგრეთის ეკონომიკაზე.

მანამდე, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მუშაობს გზებზე, როგორ აუაროს გვერდი რუსული ნავთობკომპანიების წინააღმდეგ აშშ-ის სანქციებს.

ცნობისთვის, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, "როსნეფტსა" და "ლუკოილს" სანქციები დაუწესა. გარდა ამისა, სანქციები დაწესდა "როსნეფტისა" და "ლუკოილის" შვილობილ კომპანიებზეც. როგორც აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია აღნიშნული, ახალი სანქციები მიზნად ისახავს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე ზეწოლის გაზრდას და კრემლის შესაძლებლობების შეზღუდვას, ომის გასაგრძელებლად შემოსავალი მიიღოს.