აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, "რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობდა, უკრაინა მსოფლიო რუკიდან წაეშალა, მაგრამ მას ეს არ გამოუვიდა და არც გამოუვა".

კითხვაზე, "ტრამპის მსგავსად, ეპარება თუ არა ეჭვი უკრაინის ამ ომში გამარჯვებაში", ბლინკენმა უპასუხა: „არა“.

„ახლა ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას შეუძლია, იყოს ძლიერი დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელიც ფეხზე დგას სამხედრო, ეკონომიკური და დემოკრატიული თვალსაზრისით. ჩვენ ვმუშაობთ ამაზე და არა მხოლოდ ჩვენ – 50-ზე მეტი ქვეყანა“, – განაცხადა ბლინკენმა.