უკრაინის სპეცრაზმი გერმანიაში, რამდენიმე ბაზაზე მოახლოებული კონტრშეტევისთვის ემზადება. ამის შესახებ Bild წყაროებზე დაყრდნობით წერს.

მძიმე ტექნიკაზე მომზადების გარდა, როგორიცაა Leopard 2-ის საბრძოლო ტანკი და თვითმავალი ჰაუბიცა Panzerhaubitze 2000, ბუნდესვერი ასევე უკრაინულ სპეცრაზმსაც ამზადებს.

მათ ასწავლიან ლოკალურ და ურბანულ ბრძოლებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოკუპირებული ქალაქების დეოკუპაციისთვის.

გამოცემა წერს, რომ ახლო გარემოში ოპერაციები განსაკუთრებულ უნარებს მოითხოვს, ბრძოლა ხშირად ძალიან მოკლე დისტანციებზე მიმდინარეობს და განსაკუთრებით მაღალია ნაღმების ხაფანგების საშიშროება.

ერთ-ერთმა უკრაინელმა სამხედრომ გამოცემას მოუთხრო, თუ რამდენად ინტენსიურია ბრძოლა სახლებს შორის ისეთ პატარა ქალაქში, როგორიც ბახმუტია: "ჩვენ გვქონდა პოზიცია ორსართულიან სახლში, რუსები გვერდით ოთახში იყვნენ, მათი ხმა გვესმოდა კიდეც."

უკრაინელების გამარჯვების შანსების გასაზრდელად, მათ ტრანშებში მყოფ მოწინააღმდეგესთან ბრძოლასაც ასწავლიან.

ბუნდესვერი უკრაინელებს ასევე მტრის ზურგს უკან გადარჩენის წვრთნებსაც უტარებს.