სავსებით შესაძლებელია, ჩვენ იმ მომენტში ვიმყოფებოდეთ, როდესაც ირანელი ხალხი საკუთარ ბედს ხელში იღებს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის მთავრობა და ისრაელის სახელმწიფო იზიარებს ირანელი ხალხის ბრძოლას, მისწრაფებებს თავისუფლებისა და სამართლიანობისკენ.

ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, გასულ კვირას, ფლორიდაში აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრისას ირანის საკითხი დეტალურად განიხილეს.

„ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორეთ ჩვენი საერთო პოზიცია, ერთი მხრივ, [ურანის] ნულოვანი გამდიდრების შესახებ და, მეორე მხრივ, ირანიდან 400 კილოგრამი გამდიდრებული მასალის გატანისა და ობიექტების მკაცრი და რეალური ზედამხედველობის ქვეშ დაყენების აუცილებლობა“, – აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

თარგმანი: პირველი არხი