მნიშვნელოვანი გზავნილი გავუგზავნეთ, მათ შორის მოსკოვს ,- ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ დე კრომ განაცხადა.
„ვფიქრობ, ჩვენ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი გავუგზავნეთ ყველას, ვინც ევროპას კეთილდღეობისა და მშვიდობის სამოთხედ უყურებს და ძალიან მკაფიო გზავნილი გავუგზავნეთ მათაც, ვინც მათ ემუქრება და განსაკუთრებით მოსკოვს, რომ ჩვენ არ შევშინდებით რთულ მომენტებშიც კი, ერთიანი ვრჩებით და ვიღებთ გადაწყვეტილებებს“, - აღნიშნა ბელგიის პრემიერმა.
ევროპული საბჭოს 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნა.