ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი, „ბარსელონას“ ვარსკვლავი დანიელ ალვესი უდანაშაულოა.
კატალონიის სააპელაციო სასამართლოს ოთხი მოსამართლის მიერ გამოტანილი ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დანიელ ალვესი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.
ბრალმდებლის ჩვენება არაა შესაბამისობაში იმ ფაქტებთან, რომელიც შეიძლება ობიექტურად გადამოწმდეს ვიდეოკამერის ჩანაწერებით. სავარაუდო მსხვერპლის არგუმენტი, რომ იგი შიშის ქვეშ იყო, როდესაც ალვესთან ერთად წავიდა ტუალეტში, არ იყო დასაბუთებული და დაადგინა, რომ ის „ნებაყოფლობით გაჰყვა მას ტუალეტში, რათა ბრალდებულთან ერთად ყოფილიყო უფრო ინტიმურ ადგილას“. არასაკმარისი მტკიცებულებები უდანაშაულობის პრეზუმფციით მოთხოვნილი სტანდარტის დაუცველობის შესახებ დასკვნის გამოტანის საფუძველია, - ნათქვამია სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაში.
დანიელ ალვესი 2023 წლის თებერვალში ცნეს დამნაშავედ 2022 წელს ბარსელონას ღამის კლუბის ტუალეტში ქალის გაუპატიურებაში და 4,5 წლით პატიმრობა 150 000 ევროს გადახდა დაეკისრა. ალვესმა განაჩენი გაასაჩივრა და 2024 წლის მარტში იგი ციხიდან 1 მილიონი ევრო გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. მას ორივე პასპორტი ჩაბარებული ჰქონდა და სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივარზე განაჩენის გამოტანამდე ქვეყნის დატოვება ეკრძალებოდა.
სავარაუდო მსხვერპლის ადვოკატი აცხადებს, რომ განაჩენს გაასაჩივრებენ, თუმცა დანიელ ალვესს უკვე აღარ აქვს ვალდებულება, დარჩეს ესპანეთში. ვარაუდობენ, რომ დანიელ ალვესი თავად შეიტანს სარჩელს სასამართლოში და უკანონო პატიმრობაში ყოფნისთვის კომპენსაციას მოითხოვს.