აზერბაიჯანული მედია ავრცელებს ინფორმაციას ირანის მიერ ნახიჩევანის აეროპორტზე დრონები თავდასხმის შესახებ

მედიის ინფორმაციით, ირანის მხრიდან გაშვებული დრონი აეროპორტის შენობას დაეჯახა და აფეთქდა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამია, რომ ერთი დრონი ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის აეროპორტის ტერმინალის შენობას შეეჯახა, ხოლო მეორე დრონი შეკარაბადის სოფელში მდებარე სკოლასთან ახლოს ჩამოვარდა.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიიდან განხორციელებულ დრონებით თავდასხმებს, რომლებმაც დააზიანა აეროპორტის შენობა და ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა“.

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ეს თავდასხმა არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და ხელს უწყობს რეგიონში დაძაბულობის ესკალაციას.

„ჩვენ მოვითხოვთ, რომ ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ დაუყოვნებლივ განმარტოს ეს საკითხი, მოგვცეს ახსნა-განმარტება და მიიღოს აუცილებელი სასწრაფო ზომები, რათა თავიდან აიცილოს მსგავსი ინციდენტების განმეორება მომავალში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე ხაზგასმით აღინიშნა, რომ აზერბაიჯანული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მუჯთაბა დემირჩილუ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ირანულ მხარეს მკაცრი პროტესტი გაეგზავნება და შესაბამისი საპროტესტო ნოტაც ​​წარედგინება.

 
მასალა განახლდა 13:03 საათზე