ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული და უკრაინული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

„ნაფტოგაზის“ კომპანიების ჯგუფმა ხელი მოაწერა პირველ შეთანხმებას „სოკარ ენერჯი უკრაინასთან“, რომელიც „სოკარ ჯგუფის“ ნაწილია, აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის შესყიდვის შესახებ, - წერს აზერბაიჯანის მედია.

გაზის მიეწოდება მოხდება ტრანსბალკანური მარშრუტით, ბულგარეთ-რუმინეთ-უკრაინის დერეფნის გავლით, სატესტო რეჟიმში.

„მიწოდების მოცულობა მცირეა, მაგრამ ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც გზას ხსნის გრძელვადიანი თანამშრომლობისკენ. ეს ასევე მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციისა და უკრაინის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების კიდევ ერთი მაგალითია“, - განაცხადა „ნაფტოგაზის“ აღმასრულებელმა დირექტორმა სერგეი კორეცკიმ.

თავის მხრივ, „სოკარ ენერჯი უკრაინამ“ განაცხადა, რომ 2025 წლის 24 ივლისს „ნაფტოგაზის“ ჯგუფთან გაზის სატესტო მიწოდების შესახებ შეთანხმება გაფორმდა.

„გაზი უკრაინაში ბულგარეთის გავლით გადაიგზავნება აღსანიშნავია, რომ ისტორიაში პირველად ხდება აზერბაიჯანული გაზის უკრაინაში მიწოდება“, - განაცხადეს კომპანიაში.