ასეთ განცხადებას ასოციაცია „40 მილიონი ავტომობილისტის" პრეზიდენტი ფილიპ ნოზიერი ფრანგულ პრესასთან საუბრისას აკეთებს

საფრანგეთის მთავრობისადმი პეტიციაში საწვავზე ფასის ზედა ზღვრის ლიტრზე 1,5 ევროს ოდენობით დაწესებას მოითხოვენ.

ასოციაცია „40 მილიონი ავტომობილისტის" პრეზიდენტ ფილიპ ნოზიერი პრესასთან საუბარში აცხადებს, რომ საწვავი ყოველდღიური მოხმარების პროდუქტის და მისი ფასის ასეთი მერყეობა დაუშვებელია.

რიგ ბენზინგასამართ ავტოსადგურებზე ფასები თითქმის 2 ევროა. ჩვენ დავუბრუნდით იმ მდგომარეობას, რომელსაც ყველა გაუსაძლისად მიიჩნევდა და საწვავის მაღალი ფასების კომპენსირების მიზნით მთავრობა ავტომობილისტებს ჩეკებს ურიგებდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ დღეს თუნდაც რომ გაიზარდოს ბარელი ნავთობის ფასი, ხვალ საწვავის ფასი საწვავის ფასი არ გაიზრდება გარკვეულ ზღვარზე ზემოთ. იმედი გვაქვს, რომ მთავრობა ყურად იღებს ავტომობილისტების მოთხოვნას და დააწესებს საწვავის მაქსიმალურ ზედა ზღვარს ლიტრზე 1,5 ევროს ოდენობით, - აცხადებს ფილიპ ნოზიერი და და დასძენს:

„საწვავის გადასახადი შეადგენს ლიტრი საწვავის ფასის 60%-ს. ეს რეკეტია!“