აშშ უკრაინას 275 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს, მათ შორის საბრძოლო მასალას HIMARS სისტემებისთვის, 155 მმ 105 მმ საარტილერიო ჭურვებს, ტანკსაწინააღმდეგო TOW ტიპის რაკეტებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამხედრო დახმარების ეს პაკეტი უკრაინას Presidential Drawdown Authority-ის (PDA) ფარგლებში გადაეცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ სიაში ჩამოთვლილი საბრძოლო აღჭურვილობა კიევს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მარაგებიდან გადაეცემა.