გუშინ, გვიან საღამოს, აშშ-მა ჩინური ზონდი-მზვერავი ჩამოაგდო
ჩინური ზონდი-მზვერავი, რომელიც 1 თებერვალს შენიშნეს ჯერ აშშ-ს, შემდეგ კანადის და ბოლოს ისევ აშშ-ს საჰაერო სივრცეში, გუშინ სამხრეთ კაროლინას შტატის სანაპიროსთან ახლოს, ატლანტიკის ოკეანეში.
ამერიკული წყაროების ცნობით, ზონდს ვირჯინიის ლენგლის საჰაერო ძალების ბაზიდან აფრენილი რამდენიმე F22-დან ერთ-ერთის მიერ გაშვებული AIM-9X ტიპის ერთი რაკეტა მოხვდა. აღნიშნავენ, რომ სამხედროებს გაუმართლდათ, რადგან ნამსხვრევები ოკეანის ფსკერზე დაახლოებით 14 მეტრის სიღრმეში მიმოიფანტა და მათი ამოღება განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ მან ჯერ კიდევ ოთხშაბათს გასცა ბრძანება, რაც შეიძლება მალე ჩამოეგდოთ ზონდი, სამხედროებმა კი გადაწყვიტეს იგი მაშინ ჩამოეგდოთ, როდესაც ხმელეთს გადაუფრენდა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობით განცხადებაში კომენტარი გააკეთა აშშ-ს ჩამოგდებაზე.
მასში ნათქვამია, რომ ჩინეთი გამოხატავს "ძლიერ უკმაყოფილებას და პროტესტს შეერთებული შტატების მიერ სამოქალაქო თვითმფრინავების წინააღმდეგ ძალის გამოყენების წინააღმდეგ".
ჩინეთი აგრძელებს მტკიცებას, რომ ზონდი გამოიყენებოდა სამოქალაქო მიზნებისთვის და ის შემთხვევით, ფორსმაჟორის გამო, ასცდა კურსს. აშშ ამტკიცებს, რომ ის გამოიყენებოდა ჯაშუშობისთვის და მის მანევრირების შესაძლებლობებზე მეტეოროლოგიური პირობები არ ახდენდნენ გავლენას.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ზონდის ჩამოგდებით აშშ-მა აშკარად ზედმეტად მწვავე რეაგირება მოახდინა და სერიოზულად დაარღვია საერთაშორისო პრაქტიკა.
ჩინეთი მტკიცედ დაიცავს ჩართული კომპანიების ლეგიტიმურ უფლებებსა და ინტერესებს და იტოვებს შემდგომი საჭირო რეაგირება უფლებას, ნათქვამია განცხადებაში.