ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშეიტედ პრესი" ავრცელებს.
აშშ-ის მოიერიშე გამანადგურებელმა თვითმფრინავმა ახალი ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდო. ამჯერად მფრინავი ობიექტი კანადა-აშშ-ს საზღვართან, მიჩიგანის შტატში, ტბა ჰურონის თავზე გაანეიტრალეს.
უკანასკნელი რვა დღის განმავლობაში აშშ-მა 4 მფრინავი ობიექტი ჩამოაგდო. აქედან ერთი ჩინური ზონდი იყო, აშშ-ის მტკიცებით, ზონდი ჯაშუში, ჩინეთის მხარის თქმით კი, ზონდი გამოიყენებოდა სამოქალაქო მიზნებისთვის და ის შემთხვევით, ფორსმაჟორის გამო, ასცდა კურსს და აღმოჩნდა აშშ-ის საჰაერო სივრცეში. სამი სხვა მფრინავი ობიექტის კუთვნილების და კანადა-აშშ-ს საჰაერო სივრცეში ფრენის მიზნების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.