აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ხმათა ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის საქმეზე გამოძიების გაგრძელებას ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი.

წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის საქმეზე გამოძიების დაწყებას 221 ხმით 212-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.

კენჭისყრის შედეგებიდან გამომდინარე საფუძველი ეცლება დემოკრატთა მტკიცებას გამოძიების არალეგიტიმურობის შესახებ და რესპუბლიკელები ბაიდენის ადმინისტრაციის თანამშრომლობაზე იძულების კანონიერ უფლებას იღებენ.

აღსანიშნავია, რომ კენჭისყრა გაიმართა მას შემდეგ სულ რამდენიმე საათში, რაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შვილმა უგულებელყო გამოძახება და პალატის წევრებს დახურულ კარს მიღმა არ მისცა ჩვენება.

ჰანტერ ბაიდენმა განაცხადა, რომ მზადაა მისცეს ჩვენება საჯაროდ, რესპუბლიკელები კი მის ამ შეთავაზებას არ თანხმდებიან.

მე ვარ აქ, რათა მივცე ჩვენება საჯარო მოსმენაზე და ვუპასუხო კომიტეტების ნებისმიერ ლეგიტიმურ კითხვას, რესპუბლიკელებს კი არ სურთ ჩატარდეს მოსმენის ღია პროცესი, რომელზედაც ამერიკელები მათი ტაქტიკის დანახვას და გამოძიების უსაფუძვლობის გამოაშკარავებას შეძლებენ, - განაცხადა ჰანტერ ბაიდენმა პრესკონფერენციაზე,

რესპუბლიკელები თავს არიდებენ პრობლემებს, რომელთა გადაჭრის შედეგადაც შესაძლებელია ამერიკელთა ცხოვრების გაუმჯობესება და ამის ნაცვლად ამჯობინებენ დროის დაკარგვას ისეთ უსაფუძვლო პოლიტიკურ ტრიუკზე, რომელსაც თვით კონგრესის რესპუბლიკელების აღიარებით არ არის გამყარებული ფაქტებით, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარში.