აშშ-ის სამხედრო ძალებმა კარიბის ზღვაში ვენესუელასთან დაკავშირებული კიდევ ერთი ნავთობტანკერი დააკავეს.

აშშ-ის სამხრეთ სარდლობის ცნობით, ხომალდი სახელწოდებით M/T Sophia გამთენიისას ჩატარებული ოპერაციის დროს დააკავეს.

აშშ-ის სამხრეთ სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ომის დეპარტამენტმა, უსაფრთხოების დეპარტამენტთან კოორდინაციით, ინციდენტების გარეშე დააკავა ტანკერი, რომელსაც არცერთი ქვეყნის დროშა არ ჰქონდა და ჩრდილოვან ფლოტს განეკუთვნებოდა.

„გემი, M/T Sophia, საერთაშორისო წყლებში გადაადგილდებოდა და კარიბის ზღვაში უკანონო საქმიანობას ახორციელებდა. აშშ-ის სანაპირო დაცვას M/T Sophia აშშ-ში გადაჰყავს საბოლოო განთავსებისთვის. ოპერაცია „სამხრეთის შუბის“ მეშვეობით, ომის დეპარტამენტი ურყევად აგრძელებს თავის მისიას, ჩაახშოს უკანონო საქმიანობა დასავლეთ ნახევარსფეროში. ჩვენ დავიცავთ ჩვენს სამშობლოს და აღვადგენთ უსაფრთხოებას და ძლიერებას მთელ ამერიკაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

იქამდე კი, აშშ-მა ვენესუელასთან და რუსეთთან დაკავშირებული ნავთობის ტანკერი დააკავა. ოპერაციას, აშშ-ის სამხედროების მხარდაჭერით, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი ხელმძღვანელობდა. გემი, რომელიც თავდაპირველად „ბელა 1“-ის სახელით იყო ცნობილი, რუსეთის დროშის ქვეშ ცურავდა. ნავთობის ტანკერის დაკავებამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა დასავლეთის ქვეყნებს, მათ შორის აშშ-ს, პატივი სცენ მისი ნავიგაციის თავისუფლების უფლებას.

თარგმანი: პირველი არხი