ლიეტუვას ტელემაუწყებელი tv3 ავრცელებს ინფორმაციას ლიეტუვაში, ბელარუსის საზღვართან ახლოს, საწვრთნელი მისიის დროს დაკარგული პირველი ბრიგადის, მე-3 ქვეითი დივიზიის ოთხი ამერიკელი ჯარისკაცი შესახებ.

უგზო-უკვლოდ დაკარგული ამერიკელი ჯარისკაცების შესახებ გავრცელდა. ამერიკელი სამხედროები იუწყებიან, რომ ოთხიდან სამი იპოვეს.

დღეს, 31 მარტს, ლიეტუვაში აშშ-ს არმიის სამი ჯარისკაცის ცხედარი ვიპოვეთ. მეოთხე ჯარისკაცის ძებნა გრძელდება,- განაცხადა მე-3 ქვეითი დივიზიის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა კრისტოფერ ნორიმ. მან მიუსამძიმრა დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძებნა არ შეწყდება მანამ, სანამ მეოთხე ჯარისკაცის ცხედარი არ იქნება ნაპოვნი. 

ამერიკელი ჯარისკაცები, თავიანთ ჯავშანტრანსპორტიორთან ერთად, სამშაბათს გაუჩინარდნენ. მალე გაირკვა, რომ მანქანა პაბრადეს საწვრთნელ მოედანზე ჭაობში ჩაიძირა. ჭაობის 5 მეტრის სიღრმეში სილაში ჩაფლული ჯავშანტრანსპორტიორი დღეს დილით ამოიყვანეს.