არგენტინის პრეზიდენტი, ხავიერ მილეი ისრაელს ეწვევა. ამის შესახებ არგენტინის პრეზიდენტმა განაცხადა.
„მომავალ რამდენიმე კვირაში წმინდა მიწას ვეწვევი, რაც ჩვენს ორ ერს შორის ძმობაში ახალი ნაწილი გახდება“, - განაცხადა მილეიმ.
არგენტინის პრეზიდენტი ბუენოს-აირესში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლაში ისრაელის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ხავიერ მილეიმ აღნიშნა, რომ „ჰამასის“ ტყვეობაში 11 არგენტინელი რჩება.