უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კიევზე განხორციელებულ მასირებული შეტევის შემდეგ განცხადებას ავრცელებს.

სიბიგას განცხადებით, პუტინის ქმედებები ცხადყოფს, რომ მას არ სურს ომის შეჩერება და მშვიდობის დამყარება.

მისივე თქმით, სისუსტე და დათმობები ტერორს და აგრესიას ვერ შეაჩერებს და მხოლოდ ძალა და ზეწოლაა საჭირო.

"გუშინდელი რუსული მაქსიმალისტური მოთხოვნები უკრაინის თავისი რეგიონებიდან გასვლის შესახებ, ამ სასტიკ დარტყმებთან ერთად, აჩვენებს, რომ რუსეთი, და არა უკრაინა, არის დაბრკოლება მშვიდობისთვის. ზეწოლა უნდა განხორციელდეს მოსკოვზე და არა კიევზე", - წერს სიბიგა.