ასეთი განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა  ფრანგულ ტელეარხ LCI-თან გააკეთა.

„ამ დროისთვის ეს კითხვა არ დასმულა, მაგრამ ჩვენთვის რომ დაესვათ, წინ არ გადავუდგებოდით", - განუცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანგულ ტელეარხ LCI-ს, კითხვაზე, რა მოხდებოდა, თუ პოლონეთი უკრაინას ლეოპარდის ტანკებს მიაწოდებდა. 

ოდნავ მოგვიანებით, ტოქშოუ „ენ უილი"-ში ჩართვისას, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ გერმანიისა და ევროპის ინტერესებშია, რომ არ მიიღონ ნაჩქარევი ან არასერიოზული გადაწყვეტილებები. პარასკევს, უკრაინის სამხედრო პარტნიორების შეხვედრის დროს.

„გერმანია არ იყო იზოლირებული” და აზრები გერმანიის მიერ უკრაინისთვის „ლეოპარდ 2" მიწოდებასთან დაკავშირებით არ არის ისეთი ერთგვაროვანი, როგორადაც ზოგჯერ წარმოაჩენენ. გადაწყვეტილება რთულია და ამიტომ ფრთხილად უნდა იქნეს მიღებული. გერმანიამ უკვე მიაწოდა უკრაინას 3,3 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღი. მეტი მხოლოდ აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა მიაწოდეს.  კანცელარიაში „ლეოპარდ 2"-ის შესახებ გადაწყვეტილების მიღება უახლოეს დროშა მოსალოდნელი, - განაცხადა პისტორიუსმა. 


პარასკევს, რამშტეინში შეხვედრის შემდეგ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ არ გამორიცხა გერმანიის თანხმობის გარეშე უკრაინისთვის „ლეოპარდ 2"-ის გადაცემა.

„ჩვენ პასიურად არ დავაკვირდებით, თუ როგორ იცლება სისხლისგან უკრაინა. ამ ომში უკრაინა და ევროპა გაიმარჯვებენ - გერმანიასთან ერთად ან მის გარეშე", - თქვა მორავეცკიმ და დასძინა, რომ თუ გერმანია არ დათანხმდება „ლეოპარდ 2" ტანკების  უკრაინისთვის  გადაცემას, პოლონეთი შექმნის ქვეყნების „მცირე კოალიციას“ შექმნის იმ ქვეყნებთან ერთად, რომლებიც მზად არიან მიაწოდონ უკრაინას მათ შეიარაღებაში არსებული თანამედროვე ტანკები. 

„უკრაინაში „ლეოპარდ2" ტანკების გაგზავნა პოლონური და ევროპული აზრია. ჩვენ არ მივცემთ უფლებას რუსეთს აიღოს კიევი და შემდეგ ცეცხლი ევროპას წაუკიდოს. უკრაინის არმიის მხარდაჭერის გადაწყვეტილება გამართლებულია როგორც პოლიტიკურად, ასევე მორალურად. იმედი მაქვს, რომ გერმანელები ამას მალე გაიგებენ", - თქვა რამშტეინში პარასკევს გამართული შეხვედრის შემდეგ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთს უკრაინისთვის 14 „ლეოპარდ 2"-ის მიწოდება სურს.