აშშ-ს ტანვარჯიშის ოლიმპიური ნაკრების ყოფილ ექიმს ლარი ნასარს, რომელიც მსჯავრდადებულია არასრულწლოვან გოგონებზე ძალადობისთვის, ციხეში, დანით 10 ჭრილობა მიაყენეს. ამის შესახებ CNN წერს.
შემთხვევა კვირას, ფლორიდის ფედერალურ ციხეში მოხდა. ნასარი ერთ პატიმარს დაუპირისპირდა, რის შედეგადაც, მას ზურგისა და მკერდის არეში ჭრილობები მიაყენეს. ნასარის მდგომარეობა სტაბილურად ფასდება.
2018 წელს ნასარი დამნაშავედ ცნეს არასრულწლოვან სპორტსმენებზე სექსუალურ ძალადობაში, მათ შორის არიან ოლიმპიური ჩემპიონები ალექსანდრა რაისმანი, სიმონ ბაილსი და მაკკაილა მარონი. მას 175 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2018 წელს, მიჩიგანის უნივერსიტეტი, სადაც ნასარი მუშაობდა, ექიმის ქმედებების შედეგად დაზარალებული 300-ზე მეტი მსხვერპლისთვის 500 მილიონი დოლარის გადახდას დათანხმდა.