ცნობილი ამერიკელი მსახიობი ველ კილმერი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ველ კილმერი ლოს-ანჯელესში გარდაიცვალა. მსახიობის ქალიშვილის, მერსედეს კილმერის განცხადებით, გარდაცვალების მიზეზი პნევმონიაა. მისი თქმით, 2014 წელს მსახიობს ყელის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა ის მალევე განიკურნა.

ველ კილმერი 1959 წლის 31 დეკემბერს ლოს-ანჯელესში დაიბადა. ის 1981 წლიდან კინოსა და თეატრში მუშაობდა. 1995 წელს კილმერმა ფილმში "ბეტმენი სამუდამოდ" ბეტმენის როლი შეასრულა, რამაც მას პოპულარობა მოუტანა.