სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა "სქრინი", რომელშიც მოსახლეობას მძიმე დღეების შესახებ აფრთხილებს და გამარჯვებას ჰპირდება.გაურკვეველია, რა "მძიმე დღეების" შესახებ გამოდის გაფრთხილებით სერბეთის ლიდერი.
"სერბეთს რთული დღეები ელის. ამჟამად, რთულია, ვთქვა, რა ამბები გავიგეთ ბოლო 48 საათში. პირდაპირ ემუქრებიან ჩვენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ეროვნულ ინტერესებს, სერბეთსა და სერბებს. სერბ ხალხს მომავალ დღეებში გავაცნობ პრობლემებს, რომლებიც წინ გველის. ეს რთული იქნება, ახლა ყველაზე რთული იქნება. ჩვენ ვიბრძოლებთ, სერბეთი გაიმარჯვებს." - წერია პოსტში.