ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ს მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის შედეგად ფორდო "სერიოზულად და მძიმე დაზიანდა".
"ზუსტად არავინ იცის, რა მოხდა ფორდოში. ამასთან, ჯერჯერობით რაც ვიცით არის ის, რომ ობიექტები სერიოზულად და მძიმედ დაზიანდა," თქვა არაღჩიმ ინტერვიუში.
ცნობისთვის, მანამდე Washington Post გასაიდუმლოებულ მონაცემებზე ინფორმირებულ ოთხ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ-მ ირანელებს შორის კომუნიკაციის გადაჭერა მოახერხა, სადაც ირანული მხარე ამბობდა, რომ აშშ-ს მიერ მიყენებული ზიანი მოსალოდნელზე მცირე იყო.
აშშ-ს მიერ ირანის ბირთვულ ობიექტების დაბომბვის შემდეგ, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა განაცხადა, რომ სანდო სადაზვერვო ინფორმაციის მიხედვით, ირანის ბირთვული პროგრამა აშშ-ს იერიშების შედეგად "მძიმედ დაზიანდა", ხოლო რამდენიმე საკვანძო ბირთვული ობიექტი "განადგურდა".