ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას აშშ-ის საზღვაო ძალების სპარსეთის ყურეში განლაგების არ ეშინია. იუწყება Euractiv.
საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ირანი არასდროს დათმობს ურანის გამდიდრების უფლებას, მაშინაც კი, თუ თუ თავს ომს მოგვახვევენ.
"ირანმა ძალიან მაღალი ფასი გადაიხადა თავისი მშვიდობიანი ბირთვული პროგრამისა და ურანის გამდიდრებისთვის", - განაცხადა აბას არაღჩიმ თეირანში გამართულ ფორუმზე.
"რატომ ვითხოვთ ასე დაჟინებით გამდიდრებას და უარს ვამბობთ მის უარყოფაზე, მაშინაც კი, თუ ომს გვაიძულებენ? იმიტომ, რომ არავის აქვს უფლება გვიკარნახოს, როგორ მოვიქცეთ", - თქვა მან.






