ამის შესახებ ინფორმაცია „ასოშეიტედ პრესი" აქვეყნებს.
კვირას, ჩიკაგოს გარეუბანში, პოლიციამ 71 წლის მამაკაცს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულში წაუყენა ბრალი, - იუწყება ასოშეიტედ პრესი".
შერიფის ოფისის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, შაბათს, გვიან საღამოს, ქალმა დარეკა 911-ში და შეატყობინა, რომ სახლის პატრონი მას დანით დაესხა თავს და დასძინა, რომ შემდეგ იგი აბაზანაში გაიქცა და განაგრძო მისი მოგერიება.
ადგილზე მისულმა დეტექტივებმა მამაკაცი სახლის შესასვლელთან, მიწაზე მჯდომი, შუბლზე ჭრილობით ნახეს და დააკავეს. საავადმყოფოში გადაყვანილ, უკვე გარდაცვლილი ბავშვს სამხედრო ყაიდის დანით მიყენებული 26 ჭრილობა აღმოაჩნდა, ხოლო ქალს, რომელიც სიკვდილს გადაურჩა - თორმეტზე მეტი.
„დეტექტივებმა შეძლეს დაედგინათ, რომ ამ სასტიკი თავდასხმის ორივე მსხვერპლი ეჭვმიტანილის სამიზნე შეიქმნა იმის გამო, რომ იყვნენ მუსლიმები და აგრეთვე, „ჰამასსა" და ისრაელს შორის მიმდინარე კონფლიქტის გამო", - ნათქვამია შერიფის განცხადებაში.
ხელისუფლება არ ავრცელებს მსხვერპლთა სახელებს, ამერიკულ-ისლამური ურთიერთობების საბჭოს ჩიკაგოს ოფისის განცხადებით კი, გარდაცვლილია 6 წლის ვადი ალ-ფაიუმი, დაჭრილი კი მისი დედაა, 32 წლის ქანაან შაჰინი, - წერს timesofisrael-ი.
We are shocked and disturbed to learn that a landlord in Chicago expressing anti-Muslim and anti-Palestinian views broke into a Muslim family's apartment and attacked them with a knife, injuring the mother and killing her 6-year-old son, Wadea Al-Fayoume. @cairchicago will hold a… pic.twitter.com/N0ILuevq4n
— CAIR National (@CAIRNational) October 15, 2023