ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ინსტაგრამზე წერს
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის სოფელ გროზაში სასურსათო მაღაზიაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით 48 ადამიანია დაღუპული.
ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სარაკეტო თავდასხმის შედეგად სოფელში განადგურდა კაფე და მაღაზია. ამ დროისთვის ნანგრევებიდან ამოღებულია 48 ცხედარი, მათ შორის ერთი ექვსი წლის ბიჭის.