თბილისსა და რეგიონების უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ელექტროენერგია დაახლოებით 20:15 საათზე გაითიშა.
ვრცელდება ინფორმაცია რკინიგზაზე გადაადგილების შეფერხების შესახებაც.
ოფიციალური ინფორმაცია დენის გათიშვის მიზეზებზე ჯერ არ გავრცელებულა.
შეგახსენებთ, რომ ელექტროენერგია ავარიულად ქვეყნის მასშტაბით 24 და 25 ივლისსაც გაითიშა.




