კომუნიკაციების კომისიის მიერ, მაისში, კახეთის მასშტაბით ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც მიზნად ისახავდა მობილური ოპერატორების ხარისხის შეფასებას ხმოვანი ზარებისა და მობილური ინტერნეტის საველე ტესტირების მეშვეობით, სილქნეტი წამყვან პოზიციებს ინარჩუნებს ხარისხის ყველა მაჩვენებლით. 

წარმატებულად განხორციელებული ზარების  პროცენტული მაჩვენებელი მობილური ოპერატორების მიხედვით:

სილქნეტი 98,5%;

 მაგთიკომი 85,6%; 

სელფი 77,3%

მობილური ინტერნეტით მონაცემთა გადმოწერის სიჩქარე კომპანიების მიხედვით:

სილქნეტი 50 მბიტ/წმ; 

მაგთიკომი 33 მბიტ/წმ; 

სელფი6.6 მბიტ/წმ

მობილური ინტერნეტით მონაცემთა ატვირთვის სიჩქარე კომპანიების მიხედვით:

სილქნეტი 15 მბიტ/წმ; 

მაგთიკომი 9.1 მბიტ/წმ; 

სელფი7.8 მბიტ/წმ

ინტერნეტ-პაკეტის დაყოვნება (ICMP PING) ოპერატორების მიხედვით:

სილქნეტი 41 მილიწამი; 

მაგთიკომი 47 მილიწამი; 

სელფი 61 მილიწამი.

აღსანიშნია, რომ სილქნეტის მობილური ინტერნეტის უპირატესობა თვალსაჩინოა, როგორც მთელი კახეთის მასშტაბით, ასევე  თელავში. კერძოდ, კომუნკაციების კომისიის მიერ ქალაქში ჩატარებული ტესტირების საფუძველზე გამოქყვეყნებული ანგარიშის თანახმად:

მობილური ინტერნეტით გადმოწერის სიჩქარე ოპერატორების მიხედვით:

სილქნეტი 47.2 მბიტ/წმ; 

მაგთიკომი 28.9 მბიტ/წმ; 

სელფი 10.2 მბიტ/წმ

მობილური ინტერნეტით ატვირთვის სიჩქარე ოპერატორების მიხედვით:

სილქნეტი 18,4 მბიტ/წმ; 

მაგთიკომი 13,3 მბიტ/წმ; 

სელფი 8,1 მბიტ/წმ.

 

სილქნეტი მეორე ათეული წელია საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის ლიდერია. ქვეყნის მასშტაბით დიდ ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში, ასევე მაგისტრალურ გზებზე, მათ შორის რკინიგზის გასწვრივ, სილქნეტის ქსელით უზრუნველყოფილია ხარისხიანი, უწყვეტი და უსწრაფესი ინტერნეტ კავშირი.  ამავე დროს, კომპანია წარმატებით აგრძელებს ქსელის განვითარებასა და გაძლიერებას საქართველოს რეგიონებში. 

ყოველწლიურად ათობით მილიონი დოლარის ინვესტირებით, სილქნეტი უზრუნველყოფს ქსელის მოდერნიზაციას და ახალი სადგურების მონტაჟს, რაც სერვისის გაუმჯობესებაზე აისახება. სილქნეტის ქსელი ინარჩუნებს ლიდერობას, როგორც საქართველოს კომუნიკაციების კომისიის,  ისე ანალიტიკური პლატფორმის OOKLA -ს ანგარიშების მიხედვით.