თბილისის სამხედრო ატაშეთა ასოციაციამ, ლისის ტბაზე, „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად, საქველმოქმედო მარათონი გამართა. საქველმოქმედო გარბენს არასამთავრობო ორგანიზაციები, საელჩოების წარმომადგენლები, სხვადასხვა მოხალისე ორგანიზაციები,საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებიშეუერთდნენ.
„ესაა პატივისცემის გამოხატვა. ჩვენ გვსურს შევახსენოთ საზოგადოებას, რომ გვყავს ხალხი, რომელმაც ბევრი მამაცური საქმე გააკეთა სამშობლოსთვის. „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ არსებობა მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა . ფონდი მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. ის ყოველწლიურად მრავალი ღონისძიებას ატარებს.ფონდი საქველმოქმედო მიზნებისთვის თანხას იძიებს და ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.“ - განაცხადა რეთ კრისტენსენმა - აშშ-ს სამხედრო ატაშემ საქართველოში.
საქველმოქმედო მარათონისთვის, მონაწილეთა მხრიდან, თანხებიც შეგროვდა, რომელიც სრულად გადაირიცხა "დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში".
„ჩვენ უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, მთელ ქვეყანას და არა მხოლოდ მათ, ვინც თავდაცვის ძალებშია გაწევრებული, რომ ისინი, ვინც მსახურობენ და კვლავაც იმსახურებენ, არასოდეს იქნებიან დავიწყებულნი.“ - განაცხადა დონატას რუპშისმა - ლიეტუვის სამხედრო ატაშემ საქართველოში.
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“, რომლის გარშემოც გაერთიანდნენ მარათონის მონაწილეები, 2018 წელს კომპანია სილქნეტმა დააფუძნა. ფონდის ბენეფიციართა რიცხვი რამდენიმე ასეულს უტოლდება. დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრების სამედიცინო, სარეაბილიტაციო და სხვა საჭიროებებს ხმარდება ფონდში განხორციელებული თითოეული დონაცია. დღეის მდგომარეობით, ფონდის სახსრებიდან 2,226,643.95 ლარია დახარჯული. სილქნეტის თანამონაწილეობა 1 300 000 ლარით განისაზღვრება.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, საქველმოქმედო მარათონი და მსგავსი მხარდამჭერი აქციები,თანადგომის საუკეთესო მაგალითია და ხელს უწყობენ ცნობიერების ამაღლებას.
დაინტერესებულ საზოგადოებას შეუძლია თვალი ადევნოს ფონდის საქმიანობას საიტზე wwsf.ge. ფონდის საქველმოქმედო ნომერია - 0 091 777 771. ზარის ღირებულება 1 ლარია.