სილქნეტმა, მსხვილი არასაფინანსო კომპანიის კატეგორიაში, BARTA 2023 ჯილდო მოიპოვა. კონკურსი საქართველოში გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას, კომპანიების ანგარიშგების ხარისხის ამაღლებას უწყობს ხელს.
სილქნეტისთვის მნიშვნელოვანია, მსოფლიო ბანკისა და ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდის(RSF) მხარდაჭერით ორგანიზებულ კონკურსში მონაწილეობა და საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოს მოპოვება.
სილქნეტი BARTA-ს საპატიო ჯილდოს მფლობელი 2021 წელს გახდა. დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, კომპანია წლიდან წლამდე ზრდის გამჭვირვალობის ხარისხს.