საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი 2023 წლის ოქტომბრის ენერგობალანსს აქვეყნებს.
ესკოს მონაცემების თანახმად, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში სულ 13 მილიარდ 229 მილიონ 300 ათასი მილიარდი კვტსთ ელექტროენერგიაა წარმოებული, რაც 0,75%-ით მეტია 2022 წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით.
ენერგობალანსის ანალიზიდან ჩანს, რომ წარმოებულ ელექტროენერგიაში მნიშვნელოვნადაა შემცირებული ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ხვედრითი წილი და ჩანაცვლება მომხდარია უფრო ძვირი და ამასთან ერთად, კლიმატის მიმართ არამეგობრული წიაღისეული საწვავის ხარჯზე გამომუშავებული ელექტროენერგიით.
ამ ფონზე განსაკუთრებით ყურადღებას იპყრობს საქართველოში დადგმული სიმძლავრით მეოთხე ელექტროსადგურის, შუახევი ჰესის მიერ 11 თვის განმავლობაში თავდაპირველ წლიურ საპროექტო გამომუშავებაზე მეტი ელექტროენერგიის წარმოება.
ექსპლუატაციაში შესვლის დღიდან პირველად შუახევი ჰესმა პირველად თავდაპირველ საპროექტო გამომუშავებაზე - 429 მილიონ კვტსთ - მეტი ელექტროენერგია.
ესკოს თანახმად, იანვარ-ნოემბერში შუახევი ჰესს გამომუშავებული აქვს 447,5 მილიონი კვტსთ ელექტროენერგია.