საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტის "GCCI მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულებისთვის" გახსნითი ღონისძიებას უმასპინძლა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, განვითარების სფეროში თანამშრომლობის განყოფილების უფროსი ქალბატონი ლიდია კრისტმანსი, ასევე პალატის გენერალური დირექტორის მოადგილე ქალბატონი მაგდა ბოლოთაშვილი და პროექტის დირექტორი ბატონი ნიკლას რუფერი.

ღონისძიების ფარგლებში პალატის ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა ბატონმა გიორგი ვეკუამ მოწვეულ სტუმრებს პრეზენტაციის სახით გააცნო პროექტის მიზნები და ამოცანები, ასევე პროექტში მონაწილეობის პირობები.

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში (თბილისის გარდა) მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესის ციფრული უნარების განვითარებას. პროექტის პირველ ეტაპზე  შერჩეულ აპლიკანტებს ჩაუტარდებათ ბიზნეს-საჭიროებების დიაგნოსტიკა, რის საფუძველზეც წამყვანი ექსპერტების მიერ შემუშავდება მათ საჭიროებებზე მორგებული უნიკალური ტრენინგ პროგრამა. ტრენინგების პარალელურად მონაწილეები ისარგებლებენ დარგის წამყვანი ექსპერტების მაღალკვალიფიციური ინდივიდუალური კონსულტაციებით.

პროექტის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://rb.gy/nl3zj9