საქართველოს სავაჭრო პალატის, უნარების სააგენტოსა და UNDP-ის მიერ ერთობლივად შემუშავდა, პროფესიულ განათლებაში ჩართული კომპანიების ინსტრუქტორების მომზადების სტანდარტი.

პროგრამის ფარგლებში, პედაგოგიური და მეთოდოლოგიური მიმართულებით, სტანდარტის შესაბამისად კომპანიის ინსტრუქტორები გადამზადდნენ. 

პალატის გენერალური დირექტორის მოადგილის, მაგდა ბოლოთაშვილის განცხადებით, კომპანიების ინსტრუქტორების გადამზადება სტანდარტის შესაბამისად გაგრძელდება, რაც ინსტრუქტორებს მისცემს შესაძლებლობას უზრუნველყონ პრაქტიკული ცოდნის გაზიარება კომპანიის ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის და სრულფასოვნად ჩაერთონ პროფესიული განათლების სამუშაოზე დაფუძვნებული სწავლების დაგეგმვა-განხორციელებისა და შეფასების პროცესში.

,, თავის მხრივ, ეს პროცესი ხელს შეუწყობს ქვეყანაში შრომის ბაზრის საჭიროებების შესაბამისი სამუშაო ძალის განვითარებას. საქართველოს სავაჭრო პალატა რეგულარულად განახორციელებს აღნიშნულ პროგრამას და უახლოეს კურსს  2024 წლის იანვრიდან დაანონსებს,’’-განაცხადა მაგდა ბოლოთაშვილმა.