USAID-ის გრანტის, სს „საქართველოს რკინიგზის”, შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისა” და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ჰიბრიდული ცენტრები სამტრედიასა და თეთრი წყაროში გაიხსნება.
სტუდენტები სარკინიგზო პროფესიებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაეუფლებიან. სასწავლო ფართები კოლეჯს საქართველოს რკინიგზამ გამოუყო. აღსანიშნავია, რომ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში სტუდენტები სხვადასხვა რკინიგზულ პროფესიებს სწავლობენ, წარმატების შემთხვევაში კი კომპანიაში დასაქმების პერსპექტივა აქვთ.
საქართველოს რკინიგზა უკვე წლებია აქტიურად უჭერს მხარს ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარებას.