საქართველოს რკინიგზამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მგზავრებს მატარებლებში მიულოცა. 26 მაისის და საქართველოს რკინიგზის ისტორიის თემაზე მომზადებული სახალისო ვიქტორინის გამარჯვებულებს, კომპანიამ სიმბოლური საჩუქრები გადასცა. დაჯილდოვდნენ ის იღბლიანი მგზავრებიც, რომლებმაც ბილეთი 26-ე ადგილზე შეიძინეს.
დღესვე, 17 საათსა და 10 წუთზე, სწორედ იმ დროს, როდესაც 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი გამოცხადდა, რკინიგზის ყველა მოძრავ შემადგენლობასა და სადგურებში შესრულდა საქართველოს ჰიმნი.