2026 წლის 21 მაისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სინდიკაციის მეთოდით 400 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების, 5.9 წლის საწყისი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები გამოუშვა.

აღსანიშნავიარომ საქართველოს სახაზინო ფასიანი ქაღალდების განთავსება სინდიკაციის მეთოდით პირველად განხორციელდასინდიკაციის პროცესში ინვესტორთა მხრიდან მკვეთრად მაღალი აქტივობა დაფიქსირდაფასიანი ქაღალდების მიმართ ინტერესი გამოხატესროგორც რეზიდენტმაისე არარეზიდენტმა ინვესტორებმარის შედეგადაც მთლიანმა მოთხოვნამ 1.8 მილიარდ ლარამდე შეადგინა და გამოსაშვებ მოცულობას 4.5-ჯერ გადააჭარბარაც შეეხება კუპონის განაკვეთსაღნიშნული 9%-ის დონეზე განისაზღვრა

აღსანიშნავიარომ გამოშვება 2026 წლისსახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრულისახაზინო ფასიანი ქაღალდების წლიურიწმინდა ზრდის მთლიანი მოცულობის ფარგლებში განხორციელდა

ემისიაში განთავსების ერთობლივი მენეჯერების (Joint Lead Managers) როლი წამყვანმა ადგილობრივმა საინვესტიციო ბანკებმა — სს „გალთ ენდ თაგარტმა“ და შპსთიბისი კაპიტალმა“ შეასრულეს.

მთავარი ფინანსური მაჩვენებლები:

• ემისიის მოცულობა: 400,000,000 ლარი

• ვადიანობა: 5.9 წელი

• მოთხოვნის გადაფარვის კოეფიციენტი (Bid-to-Cover): 4.5x

• კუპონის განაკვეთი: 9%

• ერთობლივი მენეჯერებიგალთ ენდთაგარტი & თიბისი კაპიტალი