საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად განაგრძობს ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ მიზნით, ეკონომიკის ოლიმპიადის ფარგლებში, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და არასამთავრობო ორგანიზაცია GELi-ს ინიციატივით გუდაურში ეკონომიკის ერთკვირიანი საზაფხულო ბანაკი გაიმართა.
ბანაკში მონაწილეობა ეკონომიკის ოლიმპიადისხუთმა გამარჯვებულმა მიიღო. ერთი კვირის განმავლობაში ახალგაზრდები ინტენსიურ სასწავლო კურსს გადიოდნენ და ეკონომიკის ოლიმპიადის საერთაშორისო რაუნდში მონაწილეობისთვის ემზადებოდნენ, რომელიც 5-6 სექტემბერს სლოვაკეთში გაიმართება.
სასწავლო ლექციების ფარგლებში ახალგაზრდები სწავლობდნენ ეკონომიკური აზროვნების ისტორიას, სიღრმისეულად ეცნობოდნენ ფინანსების ძირითად ინსტრუმენტებს, წარმოების ღირებულებასა და კონკურენტულ ბაზრებს, ასევე, მონეტარულ სისტემას, ინფლაციას და სხვა.
თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად, მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დამოუკიდებელი და გუნდური სავარჯიშოებით, რეალური მაგალითებით და ინტერაქციული აქტივობებით სტუმართან ერთად სიღრმისეულად გაეაზრებინათ ეკონომიკური და ფინანსურისაკითხები.
ბანაკის დაწყებამდე მოსწავლეებმა ასევე გაიარეს ეკონომიკის ონლაინ კურსი, რომელიც ექვსი შეხვედრისგან შედგებოდა და მოთხოვნა მიწოდების, წონასწორობის, მონეტარული თეორიის პრობლემებსეხებოდა.
ეკონომიკის ონლაინ კურსს და ბანაკს ალექსანდრა შალიბაშვილი ხელმძღვანელობდა.
„ეკონომიკის საზაფხულო ბანაკი ეს იყო შესაძლებლობა ეკონომიკის ოლიმპიადის გამარჯვებულებისთვის, მომზადებულიყვნენ საერთაშორისო რაუნდში ასპარეზობისთვის, რომელიც სლოვაკეთში გაიმართება და მასშიმონაწილეობას 20-მდე ქვეყნისწარმომადგენელი მიიღებს. საქართველოს ბანკისა და ორგანიზაცია GELi-ს თანამშრომლობით, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ჩვენ კიდევ ერთხელ შევძელით საქართველოს მსოფლიო საგანმანათლებლო რუკაზე პოზიციონირება. გამომდინარე იქიდან, რომ ეკონომიკის ოლიმპიადის ფარგლებში საქართველო ოლიმპიადაზე რეგისტრირებული მოსწავლეების რაოდენობით რეგიონში ლიდერის პოზიციებს იკავებდა, ვფიქრობთ, რომ ჩვენი ინიციატივა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ახალგაზრდების განვითარებას, მათი შესაძლებლობების გამოვლენასა და პოტენციალის სრულად ათვისებას“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის CSRმიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ეკონომიკისსასკოლო ოლიმპიადა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ორგანიზაცია GELi-ს ინიციატივით, INEV-ის მოდელით და მათი მანდატის ქვეშპირველად ჩატარდა. ოლიმპიადაში მონაწილეობა 291 სკოლის 1300-მდე მოსწავლემ მიიღო. თუმცა, ფინალურ ტურში მხოლოდ 10 საუკეთესო შედეგის მქონე ახალგაზრდა გადავიდა, რომელთაგან ჟიურის წევრებმა 5 გამარჯვებული გამოავლინეს.გამარჯვებულთა შორის არიან ანი გვარამაძე, ნიკოლოზ ყორანაშვილი, კლიმენტი ბერულავა, ნიკა ვანაძე და გუკა ცაგარეიშვილი.
ეკონომიკის ოლიმპიადის გამარჯვებულების უკეთ გასაცნობად ეწვიეთ ბმულს.
საქართველოს ბანკი კი არ ჩერდება და აქტიურ რეჟიმში განაგრძობს ახალგაზრდებისთვის განათლების ახალი შესაძლებლობების შექმნას.