სასამართლოს მსგავსი კლანის ფორმირება უნდოდა ბიძინა ივანიშვილს ეროვნულ ბანკში. თითქმის მიაღწია, მხოლოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე მორჩილი და ნაცადი კადრის დასმაღა იყო დარჩენილი. ჯერ-ჯერობით არ გამოუვიდა. - ამის შესახებ "ნაციონალური  მოძრაობის" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

"სასამართლოს მსგავსი კლანის ფორმირება უნდოდა ბიძინა ივანიშვილს ეროვნულ ბანკში. თითქმის მიაღწია, მხოლოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე მორჩილი და ნაცადი კადრის დასმაღა იყო დარჩენილი. ჯერ-ჯერობით არ გამოუვიდა.

გუშინ სალომე ზურაბიშვილმა 19 შესაძლო კანდიდატიდან რვაზე შეაჩერა ყურადღება. აქედან ორი შეირჩევა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად, საიდანაც ერთი მოიაზრება პრეზიდენტად. ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ იქნება ეს პიროვნება. ეროვნულ ბანკში კლანის ბირთვი უკვე ფორმირებულია და ბანკის პრეზიდენტს გადამწყვეტი როლის შესრულება მოუწევს. გარდა პროფესიონალიზმისა, მას ძლიერი პიროვნული თვისებებიც უნდა ჰქონდეს."