ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიის აქციების კურსის გუშინდელი მკვეთრი ვარდნის შემდეგ დღეს კურსის „თიბისი ბანკის" და „საქართველოს ბანკის" აქციების ღირებულების ზრდა დაფიქსირდა.
„თიბისი ბანკის" აქციების ღირებულებამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის დასრულების მომენტში ვაჭრობის დასაწყისში არსებულს 5,53%-ით გადააჭარბა.
„საქართველოს ბანკის" აქციების ღირებულება 1,95%-ით გაიზარდა.
„საქართველოს კაპიტალის" აქციების ღირებულება 2,64%-ით შემცირდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის აქციების ღირებულება შემცირდა, რასაც ზოგიერთი ქართველი ექსპერტის პესიმისტური პროგნოზი და პოლიტიკური ხასიათის განცხადებები მოჰყვა.