2023 წლის მეორე კვარტალში, სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამურმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა 23.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 22.4%-ით მეტია. ხოლო, მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში, 2023 წლის მეორე კვარტალში კომერციული რეკლამიდან მიღებული თანხა 21.4 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წლის იმავე პერიოდს, 3.9 მილიონი ლარით აღემატება.
ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების 66.9% პირდაპირმა რეკლამამ შეადგინა. 2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით კი, სპონსორობის წილი 5.1%-ით შემცირდა, ხოლო პროდუქტის განთავსების - 3.9%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, მათ მიერ 2023 წლის მეორე კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავალი, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 18.9%-ით გაიზარდა და 1.9 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც პირდაპირ რეკლამას 90.6% უკავია, სპონსორობის წილი კი 9.3%-ს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.