ახლახან ცნობილი გახდა იაპონიაში იანვრის ბოლოს გამართული მეთორმეტე ყოველწლიური ღვინის საერთაშორისო კონკურსის შედეგები
კონკურსზე, Sakura Wine Awards 2025, დაწესებული იყო ჯილდოები:
ა.ბრილიანტის ტროფეი;
ბ. ორმაგი ოქროს მედალი;
გ. ოქროს მედალი;
დ. ვერცხლის მედალი
სპეციალური ჯილდოები და გრან-პრი:
ა. „წლის მეღვინე ქალი“;
ბ. „წლის იაპონური ღვინო“ (გრან-პრი);
გ. „ვარდისფერი ღვინო“;
დ. „ფასის და ხარისხის საუკეთესო შეხამების ცქრიალა ღვინო“;
ე. „სადესერტო ღვინო“;
ვ. „ნარინჯისფერი ღვინო“;
ზ. „შემაგრებული ღვინო“;
თ. „იაპონიის ბაზარზე ნაკლებად ცნობილი ვაზის ჯიშები“;
ი. „ფასი და ხარისხი“
და სპეციალური ჯილდოები და გრან-პრი ღვინოებისთვის, რომლებიც ყველაზე უკეთ შეეხამებიან ჩინურ, კორეულ. ტაილანდურ სამზარეულოებს, აგრეთვე ისეთ იაპონურ საჭმელებს, როგორიცაა სუში, ტემპურა, სუკიაკი, იაკიტორი, ტეპან-იაკი, პოტ-ო-ფე.
გამარჯვებული ქართული ღვინოები:
ბრილიანტის ტროფეი - „ბინეხი“, საფერავი 2015;
ოქროს მედალი - „ორილო“, ხაშმის საფერავი PDO 2021;
ოქროს მედალი - სს „ქინძმარაული“, საფერავი 2021;
ვერცხლის მედალი - „შალაურის ღვინის მარანი“, მწვანე 2020.
„ბინეხის“ საფერავი 2015 აგრეთვე გახდა ორმაგი ოქროს მედლის მფლობელი კატეგორიაში „იაპონიის ბაზარზე ნაკლებად ცნობილი ვაზის ჯიშები“, ხოლო სს „ქინძმარაულის“, საფერავი 2021 ოქროს მედლის მფლობელი ამავე კატეგორიაში.
კონკურსში 36 ქვეყნის 3962 დასახელების ღვინო მონაწილეობდა. ჟიურიმ 242 ღვინო ორმაგი ოქროს მედლით დააჯილდოვა, 1187 ოქროს მედლით, 862 კი ვერცხლის მედლით. გარდა ამისა, ორმაგი ოქროს მედლით დაჯილდოვებულთაგან, განსაკუთრებულად გამორჩეული ხარისხის გამო, 64 ღვინო ბრილიანტის ტროფეის მფლობელი გახდა.
Sakura Wine Awards 2025-ის შედეგები სრულად იხილეთ აქ.