მეხიკოში, „აცტეკაზე“, მსოფლიო ჩემპიონატის K ჯგუფში მყოფი კოლუმბიის და უზბეკეთის ნაკრები გუნდების შეხვედრა გაიმართა.
კოლუმბიის ნაკრებმა შეხვედრის პირველი წუთებიდანვე შეუტია მეტოქეს, მაგრამ უპირატესობის რეალიზება მხოლოდ ტაიმის მიწურულს შეძლო.
მეორე ნახევრის მე-15 წუთზე უზბეკეთის ერთ-ერთი იშვიათი შეტევა კოლუმბიელთა კარში გოლით დასრულდა, თუმცა, შუააზიელთა სიხარულმა დიდხანს არ გასტანა: 65-ე წუთზე დიასმა კოლუმბიელები ისე დააწინაურა.
უზბეკეთმა ანგარიშის გათანაბრების შანსი კომპენსირებული დროის პირველივე წუთზე მიიღო, მაგრამ ვერ გამოიყენა, კოლუმბიამ კი 90+9 წუთზე მესამე გოლი გაიტანა.
კოლუმბია - უზბეკეთი 3:1(1:0)
გოლები: დანიელ მუნიოსი 1:0, 60' აბოსბეკ ფაიზულაევი 1:1, 65' ლუის დიასი 2:1, 90+9' ხამილტონ კამპასი 3:1




