ჩარლზ ოლივეირას დამარცხების შემდეგ, UFC-ის ე.წ. P4P, ანუ ყველა მებრძოლის საერთო რეიტინგში ილია თოფურია პირველ ადგილზეა. 

ტოპ 5-შია მერაბ დვალიშვილიც.

1. ილია თოფურია

2. ისლამ მახაჩევი

3. მერაბ დვალიშვილი

4. დრიკუს დუ პლესი

5. ალექსანდრე პანტოჟა

შეგახსენებთ, ლას ვეგასში, UFC 317-ზე, მსუბუქი წონაში მსოფლიო ჩემპიონის ვაკანტური ტიტულისთვის ორთაბრძოლაში ილია თოფურიამ ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა  - ილია თოფურია მსუბუქ წონაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა!