უეფას ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ტურის ექვსი შეხვედრა დასრულდა

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ტურის პირველი დღის ექვსი შეხვედრა დასრულდა.

„ლივერპულმა" გასვლაზე, მიუხედავად იმისა, რომ სტუმრად თამაშობდა უკვე მე-3 წუთზე გოლი გაუშვა, უპრობლემოდ  გაიმარჯვა „მილანთან".

„მილანი" - „ლივერპული" 1:3(1:2)
გოლები: 3' კრისტიან პულიშიჩი 1:0, 23'იბრაჰიმა კონატე 1:1, 41' ვირჯილ ვან დეიკი 1:2, 67' დომინიკ სობოსლაი 1:3


„ბაიერნი" უკვე პირველ ტაიმში დიდი ანგარიშით დაწინაურდა, თუმცა მეორე ტაიმის პირველივე წუთებში ზაგრებელებმა ორი გოლი გაიტანეს ტრავმირებული მანუელ ნოიერის ნაცვლად გამოსული უვე სვენსონის კარში და „ბაიერნის" გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს. ასეთი მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელებულა. 57-ე წუთზე ჰარი კეოინმა და 61-ე წუთზე მაიკლ ოლისემ სამბურთიანი სხვაობა აღადგინეს, შემდეგ კი კეინმა ორჯერ, ლეროი სანოემ და ლეონ გორეცკამ დაამწუხრეს ხორვატთა გულშემატკივრები.

„ბაიერნი" - „დინამო" ზაგრები 9:2(3:0)
გოლები: 19' ჰარი კეინი , თერთმეტმეტრიანიდან 1:0, 33' რაფაელ გერეირუ 2:0, 38' მაიკლ ოლისე 3:0, 49' ბრუნო პეტკოვიჩი 3:1, 50' ტაკუია ოგივარა 3:2, 57' ჰარი კეინი 4:2, 61' მაიკლ ოლისე 5:2, 73' და 78' ჰარი კეინი, ორივე თერთმეტმეტრიანიდან 6:2 და 7:2, 85' ლეროი სანე 8:2, 90+2' ლეონ გორეცკა 9:2

„რეალის" შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გოლი გაიტანა და ესპანელები დააწინაურა კილიან მბაპემ. 68-ე წუთზე გერმანელებმა გოლი გაქვითეს და მადრიდელები ქულების საშიშროების წინაშე დააყენეს, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი ლოგიკური შედეგი დასრულდა.

„რეალი" - „შტუტგარტი" 3:1
გოლები: 46' კილიან მბაპე 1;0, 68' დენიზ უნდავი 1:1, 83' ანტონიო რიუდიგერი 2:1, 90+5' ფელიპე ენდრიკი 3:1


„იუვენტუსი" - „პსვ" 3:1(2:0)
გოლები: 21' ქენან ილდიზი 1:0, 27' უესტონ მაკენი 2:0, 52' ნიკოლას გონსალესი 3:0, 90+3' ისმაელ საიბარი 3:1 


„იანგ ბოიზი" - „ასტონ ვილა" 0:3(0:2)
გოლები: 27' იური ტილემანსი 0:1, 38' ჯეიკობ რემზი 0:2, 86' ამადუ ონანა 0:3


„სპორტინგი" - „ლილი" 2:0(1:0)
გოლები: 38' ვიქტორ დიოკერეში 1:0, ზენო დებასტი 2:0
გაძევება: 40' ანხელ გომესი („ლილი", მეორე ყვითელი)