Transfermarkt-მა საბაზრო ფასების შესახებ მონაცემები განაახლა.
განახლებული მონაცემების თანახმად, მეკარეთა შორის პირველ ადგილს „პორტუს" და პორტუგალიის ნაკრების მეკარე დიოგუ კოშტა ინარჩუნებს. მისი საბაზრო ღირებულება არ შეცვლილა და კვლავ 45 მილიონ დოლარს შეადგენს.
მეორე-მეექვსე ადგილებზე ჯანლუიჯი დონარუმა („პარი სენ-ჟერმენი", იტალია), გრეგორ კობელი („ბორუსია" დორტმუნდი, შვეიცარია), ანდრე ონანა („მანჩესტერ იუნაიტედი", კამერუნი), მაიკ მენიანი („მილანი", საფრანგეთი და ედერსონი („მანჩესტერ სიტი", ბრაზილია) არიან.
5 მილიონი ევროთია გაზრდილი და 35 მილიონ დოლარს შეადგენს „ვალენსიას" და საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის საბაზრო ფასი, იგი Transfermarkt სიაში მეშვიდე-მეცხრე ადგილებს იყოს გულიელმი ვიკარიოს („ტოტენჰემი", იტალია) და დევიდ რაიასთან („არსენალი", ესპანეთი) ერთად.
მეათე ადგილზე ალისონია („ლივერპული", ბრაზილია). მისი საბაზრო ღირებულება 32 მილიონი დოლარია