თბილისის გრანდ სლემზე ასპარეზობის პირველი დღე დასრულდა.

ქალთა 48-52-57 და კაცთა 60-66 კგ წონით კატეგორიებში მოასპარეზე 13 ქართველი ძიუდოისტიდან (48კგ - თამარ გიგოლაევი და  მარიამ ზაქარაია; 52კგ - ელენე გვაზავა და ნინო თათრიშვილი; 57კგ -  სოფიო ბეროშვილი და ნინო ლოლაძე; 60კგ - ლუკა გადელია, გიორგი ჩანქსელიანი და მათე გოგობერიშვილი; 66კგ - თორნიკე მაზიაშვილი, თორნიკე გიგაური, თემურ ნოზაძე და ლაშა ნადირაძე) მედლისთვის დასკვნითი ორთაბრძოლის მონაწილეები ნონო ლოლაძე და თორნიკე გიგაური გახდნენ.

ნინო ლოლაძე ფინელ პიჰლა სალონენთან იპონით დამარცხდა და მეხუთე ადგილს დასჯერდა.

თორნიკე გიგაურმა იპონით სძლია კვიპროსელ პეტროს ხრისტოდულიდესს და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.