ეროვნულ ლიგაში ბოლოსწინა ტურის შეხვედრები დაიწყო.
ქთაისში, „შენგელია არენაზე“, ეროვნული ლიგიდან უკვე გავარდნილმა ტყიბულის „მეშახტემ“ ჩემპიონობის მოპოვების შანსის მქონე თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა.
ამ მატჩის წაგების შემდეგ თბილისის „დინამოს“ ჩემპიონობის მოპოვების შანსი აღარ აქვს და შესაძლოა, საპრიზო ადგილიც კი ვერ დაიკავოს.
„მეშახტე“ — „დინამო“ 3:0(2:0)
გოლები: 26' გიორგი ბურდული 1:0, 41' რაფაელ ლიმა 2:0, 53' ცოტნე ფაცაცია 3:0

საპრიზო ადგილებისთვის მებრძოლი გუნდების დარჩენილი შეხვედრები:
30.11 „რუსთავი“ — „სპაერი“
01.12 „იბერია 1999“ — „დინამო“ ბათუმი
05.12 „დინამო“ — „სამგურალი“
05.12 „იბერია 1999“ — „რუსთავი“
05.12 „დინამო“ ბათუმი — „ტორპედო“
მოამზადა რაულ კაპანაძემ




