შეეთრებული შტატების ქალაქ სოლტ-ლეიკ-სიტიში მოფარიკავები მსოფლიო თასზე ასპარეზობენ.

ხმლით მოფარიკავეთა ტურნირზე სანდრო ბაზაძემ ოცდამეთორმეტედ ფინალში 15:6 მოუგო უნგრელ ბენედეკ დალოსს, მეთექვსმეტედფინალში კი 15:9 დამარცხა იტალიელი პიეტრო ტორესი.

მერვედფინალში 224 ქულით მსოფლიო რეიტინგის სათავეში ფრანგ ჟან-ფილიპ პატრისთან ერთად მყოფი სანდრო ბაზაძე მოულოდნელად 8:15 დამარცხდა 92 ქულით მე-18 ადგილზე მყოფ იაპონელ მაო კოკობუსან და შეჯიბრებას გამოეთიშა.