საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"სწორედ ეს არის ზოგიერთი ევროპული ორგანიზაციის მხრიდან რეალობისგან მოწყვეტის და ქართველი ხალხის წუხილის ვერასდროს გაგების საუკეთესო მაგალითი.
გერმანულმა "დოიჩე ველემ" სიტყვის თავისუფლების დარგში პრემია მიანიჭა სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს, თამარ კინწურაშვილს. ადამიანს რომელიც იყო
▪️სააკაშვილის რეჟიმის საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი ცენზორი 2005-2009 წლებში (!)
▪️სააკაშვილის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე 2010-2013 წლებში (!)
▪️სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ, მედიაში ყალბი ამბების და პროპაგანდისტული ნარატივის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი"- წერს შალვა პაპუაშვილი.